მერვე სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს


ზუგდიდის  მერვე საჯარო სკოლას არჩეული, ახალი დირექტორი ჰყავს. ირმა ქობალია, რომელმაც ჩაანაცვლა ყოფილი დირექტორი ია გარდავა და იყო ამავე სკოლის ფიზიკის სერთიფიცირებული მასწავლებელი, სამეურვეო საბჭოს მიერ 5 ხმით იქნა არჩეული. როგორც ჩვენთან საუბარში განაცხადა რესურსცენტრის დირექტორმა გონერი პაპავამ, ირმა ქობალია მუშაობას შეუდგება მას შემდეგ, როგორც კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოსცემს ბრძანებას მისი დანიშვნის შესახებ.