- ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია კვლავ პარლამენტის დეპუტატია. მერაბ ქვარაიამ თანაგუნდელი გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლა.
“ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
მადლობა ამ შესაძლებლობისა და ნდობისათვის “ქართული ოცნების” გუნდს, ჩვენს ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს.
ვეცდები დავიხარჯო ბოლომდე და წარმატებით ვაკეთო საქმე, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას.”-დაწერა ფეისბუქზე მერაბ ქვარაიამ.