მერაბ ქვარაიას პრესკოფერენციის ჩატარების უფლება არ მისცეს


  • მედიის ინფორმაციით, მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა, უმრავლესობის წევრს და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ ქვარაიას პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

მოძრაობის მონაწილეები სკანდირებდნენ: “მონა”, “სირცხვილი”, „ივანიშვილის ხელის ბიჭი“. „ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ მეორედ ხალხის წინააღმდეგ წასვლა აღარ გაბედოთ“, – განაცხადეს აქტივისტებმა.

ასევე აქტივისტებმა მაჟორიტარ დეპუტატს კითხვებით მიმართეს, რა გაუკეთებია მას, როგორც მაჟორიტარს და რატომ მოატყუა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი, როდესაც პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას 2020 წელს დაპირდა.

“ასეთი დავალებებით აგზავნიან ამ ახალგაზრდებს, მაგრამ მინდა ვუსურვო მათ ყოველივე საუკეთესო. მათ უკვე თქვეს, რომ ისინი არიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები“, – განაცხადა თავის მხრივ დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!