მეთორმეტეკლასელი ინტელექტუალები


  • დღეს, 20 მაისს, მეთორმეტეკლასელები ვირტუალურად დაემშვიდობნენ სკოლას და გასაკვირად მშვიდად, ყოველგვარი ბანკეტებისა და ჩახუტებების გარეშე, ოფიციალურად გაუდგნენ დიდი ცხოვრების გზას, რომელიც მსოფლიო პანდემიამ, მათთვის, ადრე დაიწყო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ინტელექტუალურმა კლუბმა “რა? სად? როდის?” (ხელმძღვანელი ჯენეტ ქვარცხავა) სიმბოლურად, ამ დღეს დაამთხვია მორიგი ტურნირი და ახალ გზაზე ძალიან ორიგინალურად გააცილა კლუბის მორიგი ნიჭიერი თაობა-კლუბის წევრებმა, ვირტუალურად, ითამაშეს ტურნირი “მოაზროვნე”, სადაც მათ პასუხი გასცეს უფროსი და უმცროსი თაობის წარმომადგენლების შეკითხვებს.

ტურნირის მონაწილეები, მეთორმეტეკლასელები: ნია ფიფია, მარი ლაზარია, ქეთი ჭურღულია, ალექსანდრე ფიფია, დაჩი წარახბაია, ზვიად გაბედავა სასახლეში გაიზარდნენ, წლებია, ინტელექტუალური კლუბის თამაშებში მონაწილეობენ და ამ მიმართულებით არაერთი წარმატება აქვთ მოპოვებული.

დღევანდელ ტურნირზე, სადაც მოასპარეზეებმა გაიმარჯვეს, ტრადიციულად, გამოვლინდა საუკეთესო მოაზროვნეც და ის გუნდის კაპიტანი ზვიად გაბედავა გახდა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!