- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის კაცი საკუთარი სახლის დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. ადგილზე სამართლადამცავები მუშაობენ.
ინფორმაციისთვის: სოფელ ოქტომბერში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. 70 წლის მამაკაცმა 55 წლამდე მეზობელს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.




