“მეგრელთა საცხოვრისი“


  • დღეს, ზუგდიდში, დადიანების დედოფლისეული სასახლის შიდა ეზოში პირველად გაიხსნა გამოფენა, “მეგრელთა საცხოვრისი“, რომელმაც გააცოცხლა სამეგრელოს ეთნოგრაფიული ყოფის ისტორია.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფისა და ეთნოგრაფიის ფონდი შესაძლებლობას იძლევა ვიზიტორთა წინაშე გაცოცხლდეს საქართველოს უძველესი კუთხის, სამეგრელოს წარსული.

გამოფენის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან, ზუგდიდის მერთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.

დამთვალიერებელს გამოფენის მნიშვნელობაზე ესაუბრა მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.

გამოფენის მიზანია დამთვალიერებელს მოუთხროს, როგორ შეიცვალა დროსა და სივრცეში ადგილობრივების ყოფა-ცხოვრება. გამოფენაზე მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი კოლხეთში ვაზისა და მარნის კულტურის ტრადიციები.

                                                              


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!