ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის~ მუშა-მოსამსახურეებმა, ტექნიკის დახმარებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს მდინარე ჩხოუშიას კალაპოტი და მისი მიმდებარე ტერიტორიები.
მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის ურნები ქალაქის ქუჩებში ყოველ ფეხის ნაბიჯზეა განთავსებული და მათი დაცლა სისტემატიურად ხორციელდება, მოსახლეობის ნაწილი ნაგავს პირდაპირ ქუჩაში ან მდინარეში ყრის. მივმართავთ მოსახლეობას, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს, ნაგავი მოათავსეთ სანაგვე ურნაში! დაბინძურებული გარემო საშიშია ცოცხალი ორგანიზმების (ადამიანი, ცხოველი, მცენარე) ჯანმრთელობისთვის. გარემოს დანაგვიანება-დაბინძურება ისჯება კანონით (2015 წლის იანვრიდან ძალაში შესული ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებით).