- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
უწყების ცნობით, ზუგდიდში ქალაქის ტერიტორიაზე, ახალი ხიდი მდინარე ჩხოუშზე ბოლო 40 წელია არ აშენებულა. პროექტის მეორე ეტაპი ხიდამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
ხიდის მშენებლობის ღირებულება 1 870 000 ლარია, თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. ახალი ხიდის სიგრძე 32 მეტრია.