“მარულა -2015”


 მარიამობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში გრანდიოზული მარულა ჩატარდა. მარულაში ერთმანეთს მიმდებარე სოფლებიდან გამორჩეული ცხენოსნები ეჯიბრებოდნენ.  გამარჯვებულები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ დააჯილდოვა. ერგეტაში ცხენოსანთა შეჯიბრთან ერთად სხვადასხვა კულტურული და სპორტული ნომრების ჩვენებაც გაიმართა. მარულასთან ერთად ფალავნები ერთმანეთს ქართულ ჭიდაობაში შეეჯიბრნენ. სანახაობა ხალხური სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით მიმდინარეობდა.ღონისძიება სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ესწრებოდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!