მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად აირჩიეს


  • მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს, – ამის შესახებ განცხადებას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

„ოთხშაბათს, 26 ივნისს, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშნოს, რომელიც იენს სტოლტენბერს შეცვლის. რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება, როდესაც ალიანსის სათავეში სტოლტენბერგის ათწლიანი ვადა ამოიწურება“, – ნათქვამია განცხადებაში.

იენს სტოლტენბერგმა მარკ რუტეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ნატო-ს საიმედო ხელში ტოვებს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty − 3 =

Akismet ანტისპამი