- ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ 10 ახალ პაციენტს შორის ერთი სამედიცინო პერსონალია.
“დაგვემატა 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა და არის 1351. ათი დადასტურებული შემთხვევიდან 1 პაციენტის წყარი არის ლენჯერი, 1 პაციენის წყარო ქობულეთი, ბარი “ჰავანა”. ერთი პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. 4 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, 2 ინფიცირებულის წყაროს დასადგენად კონტაქტების მოძიება გრძელდება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.