მარიკა ახალაია: გვიყვარდეს და არ გვშურდეს

  • ზუგდიდელი მარიკა ახალაია, წლებია თბილისში ცხოვრობს. პროფესიით ექიმია (თერაპევტი). მუშაობს განსაკუთრებულ, აუტისტ ბავშვებთან ფსიქოლოგად, სპეც. პედაგოგად. ადრე, მუშაობდა კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. მარიკა წერს ლექსებს, ნოველებს, ხატავს და ქარგავს.

მარიკა ახალაია: “ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ ზუგდიდიდან. ხელოვნების თითქმის ყველა ჟანრში ვპოულობ თავს, მაგრამ ეს სულაც არ მგონია დიდი შემოქმედება. ხატვა, წერა, ქარგვა, მუსიკა ეს ყველაფერი ფრენისთვის არის აუცილებელი… და თუ ვინმეს ამით სიამოვნებას ვანიჭებ, ორმაგად ბედნიერი ვარ”.

 -უპირველესად… ექიმი ხართ…

-პროფესია სპონტანურად ავირჩიე. იდეა-ფიქსი არასდროს ყოფილა ექიმობა, ჟურნალისტობას ვაპირებდი, უბრალოდ, ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი.

-წარმატებული ქალბატონი ხართ…

-ალბათ, იმიტომ, რომ ვიცი, რა არის ზოგადად, წარმატების საიდუმლო: გვიყვარდეს და არ გვშურდეს!

-თქვენს შემოქმედებაზე თუ ესაუბრებით პაციენტებს…

-სამწუხაროდ, მე არ ვარ ის პედაგოგი, რომელიც ლიტერატურის სიყვარულს უნერგავს ბავშვებს. ბავშვებთან, რომელთანაც ურთიერთობა მიწევს, არ არიან ჩვეულებრივები.

-მარიკა, მინდა საზოგადოების დამოკიდებულებაზეც გკითხოთ, ამ კატეგორიის ბავშვებთან მიმართებაში…

-მინდა გითხრათ, რომ  მათ  მიმართ საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და მეტი სიყვარულია  საჭირო. მეტი სიყვარული…

-გამიკვირდა, როცა მითხარით პოეზიის საღამო არ მქონიაო…

-ნამდვილად ასეა. პოეზიის საღამო არ მქონია, თუმცა მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ… არ, ვიცი, ალბათ, ჯერ დრო არ მოსულა.

-ხომ არ გეშინიათ?

-არა, არაფრის არ მეშინია ამქვეყნად. უბრალოდ, მგონია, რომ საზოგადოებას უფრო მომზადებული უნდა შევხვდე.

-თქვენ სხვადასხვა ენაზე წერთ…

-დიახ, ვწერ მეგრულად, ქართულად და რუსულად. ვთარგმნი ზოგჯერ. რამდენიმე ჩემი ლექსიც ითარგმნა უცხო ენაზე. ენა არ არის ბარიერი, როცა რაღაცის თქმა გსურს. მინდა, ორი კრებულის გამოცემა, ერთი ლექსების, მეორე-მინიატურებია, ნოველები და ვოცნებობ, დავასრულო როგორმე დაწყებული რომანის წერა.

-მეგრულად წერას დიდი გამბედაობა სჭირდება…

-გეთანხმებით. გამბედაობა, ენის მარაგი და… მე ჯერ კიდევ ვსწავლობ… არ არსებობს ჯანსაღი კრიტიკა ჩვენს დროს, მაგრამ რამდენიმე პატივსაცემი ადამიანისგან ქება დავიმსახურე. სტიმული მომეცა, რომ წერა გავაგრძელო.

-ხატვით როდის დაინტერესდით?

-თვითნასწავლი ვარ. ხატვაც ისევე, როგორც პოეზია, ჩემი სულის მდგომარეობის გამოხატვის, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ვხატავ უფრო პეიზაჟებს. შევიმუშავე ხატვის საკუთარი ტექნიკა სხვადასხვა მასალის გამოყენებით.

-“სარკმელელი” ყოფილხართ…

-დიახ, “სარკმელელი” ვარ და ვერ წარმოიდგენთ, თუ რას ნიშნავს ეს ჩემთვის. ქალბატონმა ნანი მოსიძემ, როგორც ვეძახდით, “ნანი მასწმა”,  “სარკმელის” გაკვეთილებით” წარუშლელი კვალი დატოვა, არამარტო ჩემს ცხოვრებაში…

-თქვენი გულშემატკივარი…

-ბევრი გულშემატკივარი მყავს, მაგრამ მაკლია მთავარი-დედა და და. მათ, ყველაზე მეტად გაუხარდებოდათ ჩემი წარმატებები. მუდამ გვერდში მიდგას ჩემი ოჯახი. მეუღლე-კახა ჯომიდავა პროფესიით ეკონომისტია. კერძო მეწარმე გახლავთ. გვყავს შვილები: ალექსანდრე და ანიტა.

რა არის მარიკა ექიმის ოცნება?

-დიდი სურვილი მაქვს ბავშვთა ცენტრის გავხსნა, სადაც დაეხმარებიან ბავშვებს ამ სამყაროს უკეთ აღქმაში.

საუბარი ჩაიწერა ე. ფარულავამ

 

                               მარიკა ახალაია

თირ-ატატია…

თირ-ატატია, ქუმმოდვ სკან მატატია,

ქუმმოდვ სკან მატატია!..

გოღა ბღურ დო ამდღა კინე გობრჩქინდ.

წორო-წორო მოფურინნა მურიცხეფ,

იფაჩუნა პეულცალო დო სოდგა მიკმიტენა შურს…

ქუმორთ, თირ, ქიგმოფაშკე ჩე-ჩე საფაჩი

დო ქიგმოხუნე ცორცხალ ვორექი თინა.

სკან მეტი ვამოკო შხვა ერი…

გოღანერ დინაბადის ბჟაშ მანგიორო,

მეძობელიშ, ნავილა მუმულიშ ზისხირ ფჩეს…

დიო უჩა რდუ, უკულ ჭითა.

გოღანერ ჩქიჩქიქ სუმი ფერი ქიდიბგურე…

მიბრდი უცბას დო თელ ქიანაშ ცოდაქ პუხუს ქუმმაბუნ…

თირ-ატატია, ქიგმოფაშკე მაქ, სკან საფაჩი,

ვაგარჩქილენო, დუმაწიკ წყარიშ დიდაშ ნაბონა კუჩხეფქ,

დუმაშოლ ბჟაშ ნასკირეფ კაბაქ,

თხოლოცალო გინმართ გურქ (ბგურაფულენქ ახალ ფერენს ,შხვა შარა ვარე)…

გობწიმინდე, დოპილ დო კინე გუმორჩქინ,

მარა თოლიშ გონჯამა დო ცოდა ვამმობუნუა…

ცოდა ვორექ, მუზმაშა მობრთა…

თირ-ატატია… თირ-ატატია,

ქუმმოდვ სკან მატატია, ქუმმოდვ სკან მატატია!..

მარიკა ახალაია

მოგეწონა? - გააზიარე!:

One Comment

  1. ნანა

    წარმატებები მარიკას,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.