- ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, პარტია “დროას” წევრი, მარიამ სიჭინავა, აქციებზე პირსაბურავის ტარებისთვის ისევ 2000 ლარით დააჯარიმა.
აქტივისტმა პროტესტის ნიშნად, სასამართლო დარბაზი დატოვა. მანდატურმა სასამართლოს დარბაზი დაატოვებინა, აქტივისტ კერენ ესებუას შეძახილისთვის: “თავისუფლება მზია ამაღლობელს”. სხდომის დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილების გამოცხადებისას კი სამოქალაქო აქტივისტმა შაკო ესართიამ ტელეფონის საშუალებით “შაპიტოს ცირკის მუსიკა” ჩართო. მანდატურმა დარბაზიდან ისიც გააძევა.
აქტივისტი მარიამ სიჭინავა ზუგდიდში, სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულების ნიღბით მივიდა. აქტივისტი, შალვა ესართია კი სპეცაგენტის ფორმით იმყოფებოდა.