- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით “მარათონი 2019” გაიმართა. სპორტულ აქტივობებში 200 მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე ზუგდიდის ახალგაზრდულმა საზოგადოებამ.
მასობრივი ოლიმპიური გარბენის გარდა, მოეწყო შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობებში. შეჯიბრში გამარჯვებულები სხვადასხვა სახის პრიზებით დაჯილდოვდნენ.
პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის ამაღლება.