მანონი მაქაცარიას ნამუშევრების გამოფენა


სამხატვრო გალერეამ თვითნასწავლ შემომქმედს მანონი მაქაცარიას, ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, მეორედ უმასპინძლა. გამოფენილი იყო მაქაცარიას თექისგან შესრულებული 40-მდე ნამუშევარი, რომელმაც ხალხმრავალი აუდიტორიის სიმპათია დაიმსახურა.გამოფენა გაგრძელდება თვის ბოლომდე. სექტემბერში კი, თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც თექისგან შესრულებულ 97-მდე ნამუშევარს ფლობს, მიწვეულია თბილისის ხელოვანთა გალერეაში, სადაც წარადგენს თავის შემოქმედებას.

მანონი მაქაცარია: ” მე დღეს ბედნიერი ვარ, რადგან მომეცა საშუალება, ჩემი შემოქმედება გაიცნოს ჩემმა საყვარელმა ხალხმა, ჩემმა ზუგდიდელებმა. თექაზე მუშაობა არ არის ადვილი. მე დიდი სურვილი მაქვს, ის გამოცდილება, რომელიც ამ საქმეში გამაჩნია, გადავსცე ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, განსაკუთრებით კი  მომავალ თაობას და ვასწავლო ეს საქმე. გარდა იმისა, რომ მე თექაზე ვმუშაობ, მაქვს კურთხევა მეუფე გერასიმესგან,  ვიმუშაო ხატწერაზეც. უკვე მაქვს შესრულებული რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც ვფიქრობ, საზოგადოებისათვის ასევე საინტერესო იქნება.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!