მამუკა წოწერია: ზუგდიდის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მოხდება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მოხდება. ინფორმაციას ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მოხდება. პირველი ეტაპისთვის, არსებული ლიმიტების კლებით საწვავის ოპტიმიზაციას განვახორციელებთ. რაც ამ დროის მონაცემებით, წლის ბოლომდე, დაახლოებით 50 ათასი ლარის ოდენობის ეკონომიას მოგვცემს. ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა მიმართული იქნება სხვადასხვა სახის პროექტების განსახორციელებლად. მერიის შემდეგ ხარჯების შესწავლა და შემდეგი ოპტიმიზაცია უახლოეს პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებშიც მოხდება.”-წერს მამუკა წოწერია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!