- “ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, წარმატებულ ზუგდიდელ სპორტსმენს, სამგზის მსოფლიო ჩემპიონს კიკბოქსინგში და One chempionship-ის შეჯიბრის ნახევარფინალისტ დავით ქირიას შეხვდა.
მამუკა წოწერიამ სპორტსმენს მიღწეული წარმატება მიულოცა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსა და ზუგდიდის ღირსეულად წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
მერობის კანდიდატის თქმით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი სპორტის განვითარების ხელშეწყობა იქნება. ,,ჩვენი სიამაყე და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია სინგაპურიდან მორიგი წარმატებით დაბრუნდა, ის One chempionship-ის შეჯიბრის ნახევარფინალში გადავიდა. დათო არის ნათელი მაგალითი ნიჭიერების, შრომისუნარიანობის და შემართების და ის ამ თვისებებზე დაყრდნობით ყოველთვის აღწევს სასურველ შედეგს და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჩვენი სამშობლო საქართველო და ზუგდიდი ასე ღირსეულად წარადგინა ამჯერადაც საერთაშორისო ასპარეზზე. დათო ასევე არის ჩვენი ახალგაზრდობისთვის მოტივატორი, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ სპორტში. დაეუფლონ, როგორც პროფესიული თვალსაზრისით ამ სპორტს და უბრალოდ ჰქონდეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი. მუნიციპალიტეტის საზრუნავი და პრიორიტეტი იქნება ხელი შეუწყოს მსგავს აქტივობებს, ხელი შეუწყოს სპორტის განვითარებას და ეს ჩვენგან გარანტირებული იქნება”-აღნიშა მამუკა წოწერიამ.
დავით ქირიასთან გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა ესწრებოდნენ.