მალხაზ თორიამ ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გამართა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების დირექტორებს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ვაქცინაციის მიმდინარეობაზე და განხორციელების ეტაპებზე ისაუბრეს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3100 დოზა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში გასულ კვირას გადანაწილდა და სამედიცინო სფეროში დასაქმებული მოქალაქეების ვაქცინაცია მიმდინარეობს.
 სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი – ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!