მაია ღურწკაია: ბრძოლა ყოველთვის შედეგით სრულდება…


ქალბატონ მაია ღურწკაიასთან ინტერვიუ ქალთა დღეს დაემთხვა, ის იმ ადამიანთა რიგებს განეკუთვნება, რომელიც უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს უსამართლობას და თავდაუზოგავად იბრძვის დამნაშავე რეჟიმის, კლანის, თუ ადამიანთა ჯგუფის წინააღმდეგ. მან ეს მოქმედება მისი ცხოვრების ეპიზოდებით დაადასტურა.
-დიდი ბედნიერება მხვდა წილად, რომ ჩემი ინტერვიუ ქალთა დღეს 8 მარტს შედგა. მოგესალმებით, ჩემო ზუგდიდელებო! მინდა, დიდი სიყვარულით მივულოცო ქართველ მანდილოსნებს ქალთა დღე. მარტის თვე საყვარელი დღესასწაულებით იწყება. 3 მარტი დედის დღეა და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს უსაყვარლეს დედას მივულოცო. ზოგადად, ყველა დედას ვუსურვებ ჰყავდეს ბედნიერი შვილები. მე, დედაჩემს, საჯაროდ ვუხდი დიდ მადლობას, რომ მან იტვირთა ორივე მშობლის ტვირთი–3 შვილის აღზრდა. ყველა მშობელს ვუსურვებ ჯანსაღ გარემოში შვილის აღზრდას.
–მაია, რა ხდება თქვენი “ბრძოლის ველზე”… სამსახურში აღგადგინათ სასამართლომ რა ეტაპზე ხართ?
–გამოთქმა “ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” აბსოლუტურად დავადასტურე და ასი პროცენტით გავამყარე ეს მოსაზრება. სამივე ინსტანციამ არაკანონიერად ჩათვალა ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლება, ზუგდიდის მერიას მისცა შენიშვნები, დააყენა ეჭვქვეშ გასაუბრების ეტაპები. ამ წუთებში, ჩემს ანგარიშზე ჩაირიცხა ორი წლის განაცდური, რაც იძულებითი საქმიანობის შეწყვეტა იყო. თუმცა, არაფრის დიდებით ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი უფლებები აღდგენილი არის, ან მოვრჩი ბრძოლას… არა, ახლა ვიწყებ ბრძოლას, ჩემი ბრძოლის მიზანი იყო თანამდებობაზე აღდგენა, ჩემი თანამდებობისთვის ვიბრძვი, მე არასდროს არ ვღებულობ ულტიმატუმის წინადადებას, არც კი ვუსმენ–ვინ მთავაზობს ამ ულტიმატუმს. მე ვიბრძვი ჩემს თანამდებობაზე აღსადგენად. ამ ბრძოლას მივიყვან ბოლომდე და ზუსტად მიზანთან ახლოს ვარ.
მე ვიცოდი 2016 წლის 26 დეკემბერს, რომ არასამართლიანად მებრძოდნენ, არასამართლიანად მათავისუფლებდნენ, ეს ბრძოლა უკავშირდებოდა პირად ინტერესებს, პოლიტიკურ ინტერესებს, კომისიის წევრები მთელი 12 კაციანი შემადგენლობით აბსოლუტურად იყვნენ პოლიტიკური ნომენკლატურით შერჩეულნი. ეს იყო ბრძოლა ჩემი პიროვნების წინააღმდეგ, ეს იყო ბრძოლა ჩემი მეგობრების წინააღმდეგ, მე ზუსტად ამ შედეგს ველოდი 2016 წელსაც, როდესაც ადამიანს უსამართლოდ ებრძვიან, მაშინ ყველაფერი ასე სამართლიანად სრულდება. სამართალი ადრე თუ გვიან ყოველთვის ზეიმობს.
ესე რომ ვთქვათ, უხეშად “შემოახტნენ ბოლო ვაგონს”, ჩემი მეტოქეები. “მეტოქეებსაც” ვერ ვუწოდებ არცერთს. არც ჩემს შემცვლელსაც არ ქონდა ჩემი ტოლფასი რეიტინგი. მე გავიმარჯვე ჩემი განათლების წყალობით, ჩემი უამრავი სერთიფიკატის წყალობით.
მე ვმუშაობდი საზოგადოებასთან და მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობის განყოფილების უფროსად. მე ბატონ ედიშერ თოლორაიას თხოვნით დავტოვე მეცხრე არხი და მისი თხოვნით დავიწყე მასთან თანამშრომლობა. ჩვენ ვიყავით ერთი გუნდი, მე და ყველა მათგანს, ბატონ ედიშერს, ბატონ გიზოს ნებისმიერი ჩვენი თანაქალაქელის პრობლემა ისე გვტკიოდა, როგორც ერთმანეთის ტკივილი. ჩემი გამოცდილებით მივაღწიე რასაც მივაღწიე, ბიძის, ან ბობოლა ნათესავის დახმარება არასდროს მქონია. ყოველთვის ვიცოდი და მჯეროდა, რომ განათლებით მივაღწევდი ყველაფერს.
ჩემმა ოპონენტებმა, გადაწყვიტეს, არასწორად ებრძოლათ ჩემს წინააღმდეგ. სწორედ იმ ველზე მებრძოდნენ, სადაც ყველაზე ძლიერი ვიყავი, მაგიტომაც დამარცხდნენ.
–მაია, დატვირთული გრაფიკით ცხოვრობთ, განტვირთვას როგორ ახერხებთ?
–სამსახურს უფრო ბევრ დროს ვუთმობდი, ახლა უფრო მეტ დროს ჩემს თავს, ძმას, ძმისშვილს, დისშვილს, დედიკოს ვუთმობ, ვფიქრობ პირადზეც, ჩემი რჩეული პიროვნება აუცილებლად უნდა იყოს განათლებული, ვერ ვეგუები გაუნათლებლობას. მიყვარს ადამიანები, რომლებიც არიან წიგნთან ახლოს და მიყვარს ტრადიციული ადამიანები
–რას აფასებთ ადამიანში?
–ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს მოყვასის მოყვარული. უნდა ჰქონდეს სიკეთის კოდი. რაც შეიძლება დიდი სიყვარული უნდა გავცეთ, რომ გაგვიადვილდეს არსებობა.
–როგორ ფიქრობთ, მიზნის მისაღწევად რა არის საჭირო?
–მიზნის მისაღწევად, ისევ ბრძოლა, ისევ განათლება, თავდაუზოგავი შრომა. მოდუნების საშუალება არ უნდა მივცეთ თავს, უნდა გიყვარდეს შენი თავი.
–მაია, რას ნიშნავს თქვენთვის ზუგდიდელობა?
–ზუგდიდელობა ჩემთვის ყველაფერია.
როზა როგავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!