ზუგდიდის “სკეიტ პარკში”, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯარისკაცებთან ერთად, სიმბოლური ნიშნული, სადაც მალე აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი განთავსდება ყვავილებით შეამკეს, სანთლები დაანთეს და პატივი მიაგეს აგვისტოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნას.
აქვე მოეწყო ფოტოგრაფ ლევან გაბეჩავას ფოტოების გამოფენა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, სულ 37 ადამიანი ემსხვერპლა. მუნიციპალიტეტის მერია გარდაცვლილთა ოჯახებს ყოველწლიურად 1000 ლარს ურიცხავს.