- ლუკასი თოდუა ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ზუგდიდელმა ძალოსანმა 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U15) , საქართველოს ნაკრებიდან ლუკასი თოდუამ (75 კგ.) იასპარეზა
ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ძალოსანმა კონტინენტის პირველობაზე მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 118 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
თოდუამ აკვრაში დაძლეული 145 კილოგრამით კიდევ ერთი ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო, იგივე პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 263 კილოგრამითაც.
