ლოს ანჯელესში „მაიმუნის ყვავილის“ შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა


  • ლოს ანჯელესში „მაიმუნის ყვავილის“ შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც „სიენენი“ ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, ეს აშშ-ში ვირუსისგან გარდაცვალების პირველი აღრიცხული შემთხვევაა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ინფიცირებულს დასუსტებული ჰქონდა იმუნური სისტემა, რის გამოც ის ჰოსპიტალიზებული იყო.

„ძლიერი იმუნოდეფიციტის მქონე პირებს, რომლებსაც „მაიმუნის ყვავილის“ სავარაუდო ნიშნები აქვთ, მოვუწოდებთ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, დაიწყონ ადრეული მკურნალობა და დარჩნენ მეთვალყურეობის ქვეშ დაავადების დროს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აშშ-ში სულ აღრიცხულია „მაიმუნის ყვავილის“ 22 ათასამდე სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევა. აქედან ყველაზე მეტი – 4 300 შემთხვევა კალიფორნიაში.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით გამოვლენილია „მაიმუნის ყვავილის“ თითქმის 58 ათასი შემთხვევა და დადასტურდა 18 გარდაცვალება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!