საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობამ დღეს, ურთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა.
ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს საყვარელ ლიტერატურულ პერსონაჟებზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე.
საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო–ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანლის, მაია ღუბელაძის განმარტებით, ურთას სკოლის მოსწავლემ, მარიამ პაჭკორიამ წარმომადგენლობაში მისი ნახატები მოიტანა, რომელთა ნაწილი ლიტერატურულ თემატიკაზეა შესრულებული. “მარის ნახატები წარმომადგენლობაში გამოვფინეთ. ისინი ჩვენთან ერთი კვირა დარჩება და წარმომადგენლობის სტუმრებს საშუალება ექნება, დაათვალიერონ და შეაფასონ ისინი”.
დღეს, წარმომადგენლობაში ლიტერატურული კვირეული ამ შეხვედრით დაიხურა.