დღეს “ლილემ” გაიმარჯვა!


დღეს, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ეგიდით, არტგალერეაში, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ღონისძიება გამართა სასახლის უმცროსკლასელთა კლუბმა (ხელმძღვანელი ნათია ჭითანავა) –  ჩატარდა ვიქტორინა ,,ჩვენ ვკითხულობთ ოტია იოსელიანს.“ პროექტის მიზანი იყო უმცროსკლასელთა დაინტერესება მხატვრული ლიტერატურით, მათი გემოვნების დახვეწა და კითხვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება. 
ვიქტორინაში მონაწილეობდა ქალაქისა და რაიონის საჯარო სკოლის 14 გუნდი: V ს/სკოლა – ,,ოლიმპო“და ,,ედელვაისი“, VI ს/სკოლა – ,,იმედი“, მ/ა სასახლე – ..სრა’’, ჭაქვინჯის ს/სკოლა – ,,სფინქსი“, რუხის ს/სკოლა – ,,ბუ“ და ,,ეტალონი“, III ს/სკოლა – ,,ევერესტი“, ყულიშკარის ს/სკოლა – ,,ლილე“ და ,,ნიკე“, წმ.გიორგის სახ. გიმნაზია – ,,ფრიადოსნები“, რიყის ს/სკოლა – ..მართვე“, X ს/სკოლა – ,,მტრედები“ და ,,ხარება“.
ვიქტორინის გამარჯვებული გახდა ყულიშკარის საჯარო სკოლის გუნდი ,,ლილე.” გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!