ლექციები საქართველოს ანექსიაზე


 ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში შეკრებილი მოქალაქეებისთვის საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქართველოს ანექსიისა და მის პარალელურად მიმდინარე მოვლენებზე ლექცია წაიკითხეს ბესიკ არახამიამ, იროდი მირცხულავამ და არჩილ თოდუამ. 1918-21 წლები, იუნკერთა და უნტერ ოფიცერთა როლის თავისუფლებისთვის, 1924 წლის აჯანყება სამეგრელოში – ეს ის თემებია, რომელსაც მომხსენებლები შეეხნენ და რომელსაც ბიბლიოთეკასი შეკრებილმა საზოგადოებამ დიდი ინტერესით მოუსმინა.

ოკუპაციის კვირეული 20 თებერვალს მარო მაყაშვილზე ბიოგრაფიული ფილმის ჩვენებით გაიხსნა და პარასკევს, 27 თებერვალს დასრულდება. კვირეული ქალაქ ზუგდიდის მერიის ინიციატივით იმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.