ლევან ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონია. ძალოსანმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.
პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ლევან ძიმცეიშვილი ასპარეზობდა.
ძიმცეიშვილმა კონტინენტის პირველობაზე მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 108 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
