ლევან პაჭკორიამ პაციენტებში ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა


  • ჩვენი სტუმარია ქირურგ-სტომატოლოგი, ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი, ბატონი ლევან პაჭკორია, რომელიც გვესაუბრება მის პროფესიულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე.

ბატონი ლევანი არამარტო ერთ კლინიკას, არამედ რამდენიმე კლინიკას ემსახურება, მუშაობს “ენ-ელ-აი”-ში, “ევექსის ჰოსპიტალში“ და სტომატოლოგიური კლინიკა “დენტალ პალასი და “სმაილ-დენტი”- ში, თვეში ერთჯერ კი, სენაკში, კლინიკა “ინოვა დენტში“ პაციენტებს უწევს კონსუტაციებს. ბატონმა ლევანმა, ამ სფეროში, პაციენტების დიდი ნდობა, მადლიერება და სიყვარული დაიმსახურა, ის არის საქმის პროფესიონალი.

-ბატონო ლევან, როგორი იყო თქვენი გავლილი გზა სანდო და პროფესიონალ სტომატოლოგამდე?

-ყბა-სახის ქირურგობა იყო ჩემი ბავშვობის ოცნება და გამომდინარე აქედან, ჩავაბარე სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე. დაახლოებით მეექვსე-მეშვიდე კლასიდან გამიჩნდა ეს სურვილი. ვაკვირდებოდი, რომ ავტო-საგზაო შემთხვევებში, ხშირად, ადგილი ჰქონდა ყბა-სახის მიდამოს დაზიანებებს და იყო ამ პროფილის ექიმის ჩარევის აუცილებლობა. დავისახე მიზნად შემესწავლა ეს საქმე უზადოდ და გავხდი კიდეც ამ საქმის პროფესიონალი. თუმცა სწავლას ყოველდღიურად ვაგრძელებ. მოგეხსენებათ, მედიცინა ვითარდება. ახალი ტექნოლოგიები შემოდის სტომატოლოგიურ პროფილში განსაკუთრებით.

-პაციენტთან პირველი ურთიერთობა როგორ გახსენდებათ?

-მახსენდება, როდესაც უშუალოდ ოპერაციას პირველად დავესწარი, სახეში წყალის შესხმამ გამომაფხიზლა. იმდენად იმოქმედა ჩემზე პირველმა ოპერაციამ ლაივში… შემდეგ კი, ჩემმა პრაქტიკის ხელმძღვანელმა მძიმე პაციენტი ჩამაბარა, რომელსაც დაახლოებით თვენახევარი სჭირდებოდა შეხვევა და რთული პროცედურები. ამ ყველაფერს კარგად გავართვი თავი, ანუ გადავლახე და ასე, თანდათან, შევეჩვიე ჩემს საქმეს და მის მაღალ დონეზე შესრულებას, ისე შესრულებას, რომ ჩემი პაციენტიც კმაყოფილია და მეც კმაყოფილი ვარ მკურნალობის დასრულების შემდეგ.

-ბოლო წლებში, სტომატოლოგია სწრაფად ვითარდება, ის უკვე ციფრული გახდა...

-დიახ. და თუ გვინდა, სანდო ვიყოთ ამ საქმეში, დარგის განვითარებას თვალ-ყური უნდა მივადევნოთ, არ ჩამოვრჩეთ არც ერთ სიახლეს. თუმცა, რა სიახლეებიც არის დღეს სტომატოლოგიურ პრაქტიკაში, ყველაფერი უკვე ჩვენს ქალაქში ხელმისაწვდომია. ჩემს კოლეგებს ვურჩევ დაუღალავ შრომას. იმუშაონ კომბინაციაში, ყოველი მიღებული პრაქტიკული ნაწილი დღის ბოლოს თეორიით დაასრულონ, რომელიც ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას. მე ასე მასწავლეს და ვიყენებ ამ გამოცდილებას, სხვებსაც ამას ვურჩევ…

-ამბობთ, ჩვენს ქალაქში და იმ კლინიკებში, სადაც თქვენ მოღვაწეობთ, ყველა სტომატოლოგიური მანიპულაცია ხელმისაწვდომია…

-დიახ, სტომატოლოგიური მიმართულებით ყველა სიახლეს და ტრადიციულ პროცედურებს ვახორციელებთ: როგორც ქორურგიულ, ასევე თერაპიულ, ორთოპედიულ, ორთოდონტიულ პროცედურებს. ჩემი პროფილია: პირის ღრუს ქირურგია, რომელიც მოიცავს უამრავ პათოლოგურ პროცესს, ასევე დანაკლისი კბილების აღდგენა დენტალური იმპლანტაციის გზით, რომელიც უკვე შესაძლებელია დაიგეგმოს წინასწარ ციფრულად და შესრულდეს უზუსტესად მინიმალური ჩარევით ქირურგიული მიმართველი შაბლონის გამოყენებით. ძვალპლასტიური ოპერაციები (აუგმენტაცია) ატროფირებული ყბების დროს ძვლოვანი ქსოვილის მოცულობაში გაზრდის მიზნით, ეს უკანასკნელი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს სურს დანაკლისი კბილები აღიდგინოს დენტალური იმპლანტაციის გზით, თუმცა ძვლოვანი ქსოვილი იმდენად განლეულია, რომ ვერ ხერხდება იმპლანტის ჩანერგვა.

-თქვენი რჩევა პაციენტებს, რა გაითვალისწინონ სტომატოლოგიური კუთხით?

-მე მათ ვურჩევ 6 თვეში ერთხელ, სტომატოლოგთან ვიზიტს ჰიგიენურ წმენდაზე. ეს, აარიდებთ მათ სტომტოლოგიურ დაავადებებს. ამ პროცესში, სტომატოლოგი, თვალით უხილავ არაერთ პრობლემას აფიქსირებს, რომელიც დაგეხმარებათ დაავადების საწყის ეტაპზევე აღიკვეთოს პათოლოგიური პროცესი მინიმალური ჩარევით.

მასალა მოამზადა ანა ჭანტურიამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!