- ხალხის შეცდომაში შეყვანაა, რომ ზუგდიდის ორგანიზაცია მხარს მხოლოდ ნიკა მელიას უჭერს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ლევან კონჯარიამ განაცხადა.
“ჩემმა მეგობრებმა ბრიფინგზე რაც თქვეს, რომ ზუგდიდის ორგანიზაცია მხარს უჭერს მხოლოდ ნიკა მელიას, არის ხალხის შეცდომაში შეყვანა. ზუგდიდის ორგანიზაცია არის მრავალფეროვანი, რითაც მე ვამაყობ. ბევრი, მათ შორის ჩვენც მხარს ლევან ხაბეიშვილს ვუჭერთ. პარტიაში არის ხალხი, ვინც თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს უჭერს მხარს. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა კანდიდატს“, – განაცხადა ლევან კონჯარიამ.