არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პრესტიჟული ტურნირი „კარატე 1 – ახალგაზრდული ლიგა“ მიმდინარეობს. ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ,ზუგდიდელმა სპორტსმენმა ლევან დადეშქელიანმა ( -52 კგ).
ფინალი ქართველმა კარატისტმა ყაზახ ნურასილ ნურსეიტთან დათმო. ფინალამდე ლევანმა ბერძენ, მონტენეგროელ, კვიპროსელ და უზბეკ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი ეგვიპტელი კარატისტი დაამარცხა.
