ზუგდიდის ახალარჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ მედიას მერიის ახალი გუნდი წარუდგინა. ქალაქის ვიცე-მერი იქნება გია გულორდავა, ხოლო მერის მოადგილედ მაიზერ ნანავა. ზუგდიდის მერმა, დღესვე, სამსახურის ახალი უფროსებიც გააცნო ჟურნალისტებს.
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურს ლაშა ჯაიანი უხელმძღვანელებს. ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურს თენგიზ ქობალია, ინფრასტრუქურული პროექტების მართვის სამსახურს რუსლან კილასონია, მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობას მურთაზ ბოკუჩავა შეასრულებს. შესყიდვების სამსახურს გიგა ფარულავა უხელმძღვანელებს, სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს, ნინო სხულუხია, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსის მოვალოებას მაია ჩიტაია შესარულებს. შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის უფროსი ბაკურ კვეტენაძე იქნება. მერიის ადმინისტაციულ სამსახურს თენგიზ შანავა უხელმძღვანელებს. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურს კი პოლკოვნიკი გია მანჯგალაძე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=OvMn4rtSoKc[/embedyt]