ლატვიასა და ლიეტუვაში საქართველოდან ჩასულებისთვის თვითიზოლაცია სავალდებულოა


  • ლიეტუვასა და ლატვიაში საქართველოდან ჩასულ მგზავრებს იზოლაციაში ყოფნა მოუწევთ. ახალი შეზღუდვები ლატვიაში 19 სექტემბრიდან შევიდა ძალაში, ხოლო ლიეტუვაში 21 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ორივე შემთხვევაში შეზღუდვები იმ ქვეყნებს დაუწესდა, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 25-ს აჭარბებს.

ლიეტუვის შემთხვევაში იზოლაციის პერიოდი 14 დღე, ხოლო ლატვიის შემთხვევაში 10 დღე იქნება.

საქართველოს გარდა, ლიეტუვის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციები შეეხება შვედეთიდან, ნორვეგიიდან, ბულგარეთიდან, კანადიდან და ფარერის კუნძულებიდან ჩასულ მგზავრებს.

ლატვიის მიერ დაწესებული შეზღუდვები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, საქართველოს გარდა, კანადასა და ტუნისს, ხოლო ევროკავშირის წევრებიდან არაერთ ქვეყანას, მათ შორის, გერმანიას, ლიეტუვას, პოლონეთს, ავსტრიას და კიდევ რამდენიმე ქვეყანას შეეხება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.