ლარისა თირქია–თქვენ ყველაფერი არ იცით ყურძენზე და ღვინოზე


  • მსოფლიოში არც ერთ ხილს არ შეუძლია დაიტრაბახოს ისეთი საოცარი პოპულარობით, როგორც ყურძენს. ევროპული ღვინის ისტორია 7 ათას წელს ითვლის. თვით ჰიპოკატრე მიიჩნევდა,რომ ყურძნის წვენსა და დედის რძეს ერთნაირი სასარგებლო თვისებები აქვთ.–ამბობს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლარისა თირქია.

ძველად, როდესაც ადამიანები სალაშქროდ მიდიოდნენ, მათ საგზალს პური, ღვინო და ქიშმიში წარმოადგენდა. ამბობენ, დედოფალი კლეოპატრა, სახის კანის სილამაზისათვის ყურძნის წვენს იყენებდა. ეს ხილი დიდი რაოდენობით გლუკოზას შეიცავს. 1 კილო ყურძენი უფრო ნოყიერია, ვიდრე 1 ლიტრი ძროხის რძე. მათთვის ვისაც, რძე არ უყვარს ან დალევა არ შეუძლიათ ყურძენი შეუცვლელია.
ყურძნის ყველა სახეობა ორ–სუფრის და საღვინე–კულტივარად იყოფა. სუფრის ყურძნის ყველა სახეობა, როგორც წესი, ძალიან ლამაზი და გემრიელია. ისინი მარცვლების სიდიდიდაც გამოირჩევა. მისი მტევანიც პატარაა და მარცვალიც. თუმცა მისგან დამზადებული ღვინო ხარისხით ბევრად აღემატება სუფრის ყურძნიდან დამზადებულს. არსებობა სხვა ხილის მათ შორის ქლიავის, მაყვლისა და მოცხარის ღვინოებიც. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, საფრანგეთში გულ–სისლძარღვთა სისტემის დაავადებები სხვა ქვეყნებთან შედარებით 50 პროცენტით ნაკლებია. ეს პირდაპირ კავშირშია ყურძენთან, უფრო სწორად ღვინოსთან. საფრანგეთის თითქმის ყველა მცხოვრები ყოველდღიურად ერთ ბოკალ წითელ ღვინოს მიირთმევს.

არსებობს ვერსია, რომ ყურძნისაგან ღვინო უფრო ადრე ჩინეთში დაამზადეს და არა–საფრანგეთში, როგორც ამას ბევრი ფიქრობს ჩინეთი ღვინის სამშობლო ბევრი ისტორიკოსისათვის მიუღებელია.
ცნობილი ფრანგული ღვინოების წინაპრად ,,ალობროგიკაა“ მიჩნეული. პირველი საიდანაც ღვინო ჩრდილოეთში გაჰქონდათ რომთან დამეგობრებული ალობროგების ქალაქი იყო, ალობროგები გაბატონებული იყვნენ რომის გალიაში. მდინარე რონის აღმოსავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთით ალპებამდე და ჟენევის ტბამდე გადაჭიმულ ტერიტირიაზე. ამ ადგილას ყურძნის დარგვა სარისკო არ იყო ასეთივე ნოყიერი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მდინარის დასავლეთ სანაპიროზეც, ალობრიგები საკმაოდ ჭკვიანები აღმოჩნდნენ. მათ თავიანთი ტერიტორიული საზღვრები მდინარე რონის გაღმა გადაიტანეს და ეს ნაკვეთიც შიგ მოაქციეს. ამჟამად მას კოტ–როტი ეწოდება. იქ ვაზის ჩატანის საჭიროება არ იყო. არსებობს ცნობები, რომ ადგილობრივ ტყეებში შესაფერისი კულტივარის ყურძენი უკვე ხარობდა.
ნებისმიერ შემთხვევაში ღვინო, ,,ალობროგიკა“, რომელიც პლინიუსის ცნობით, ვიენში ვერგილიუსის სიკვდილიდან არა უგვიანეს 90 წლისა იყიდებოდა, რომის საუკეთესო ღვინოების ძირითად კონკურენტად იქცა. მას განსაკუთრებით კუპრის (დამწვარი ფისის) მძაფრი არომატის გამო აფასებდნენ, რომელიც ძალზე იშვიათია. კარგი ღვინისთვის ,,ალობროგიკა“ ბურგუნდიულის და შამპანის და ყველა წითელი ღვინის წინაპარია. აქედან გამომდინარე მსოფლიოში ღვინის პირველ სახეობად ითვლება…
ღვინოს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მეცნიერები ადასტურებენ, რომ სასმელს შეუძლია სისხლძარღვებში თრომბის გაჩენის რისკი შეამციროს, გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა, ორგანიზმი გაახალგაზრდავოს. წითელ ღვინოს აქვს დამამშვიდებელი თვისება.. ის მოგიხსნით დაღლილობას. ასევე მას აქვს ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედებაც. ღვინით მკურნალობის დროს ის რაოდენობა უნდა მივიღოთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვევს თრობას. წითელი ღვინო- ეს გახლავთ ,,სისხლი ჭიქაში“. იგი გამოიყენება ანემიისა და სისხლის დაავადებების მკურნალობის დროს. ბევრ კლონიკაში, სადაც გულ- სისხლძარღვთა ფილტვების, კუჭ-ნაწლავის, სისტემური დაავადებების მქონე პაციენტები მკურნალობენ, ექიმები მათ რაციონში მცირე რაოდენობით წითელ ღვინოს რთავენ, რაც ორგანიზმს სწრაფად გამოჯანმრთელებაში ეხმარება. წითელი ღვინო შეიცავს ვიტამინებს B2, B1, C, D რკინას, კალიუმს, მაგნიუმს, იოდს მანგანუმსა და ოქროს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავებს, რაც მის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს, ასევე შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს-ფლავანოიდებს. მას ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და სამკურნალოდ იყენებენ. ღვინო სიმსივნური უჯრედების განვითარებას ორი მიზეზის გამო უშლის ხელს: იგი იცავს ადამიანის სხეულს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან.იგი შეიცავს საპონინებს, კატეხინებს და სხვა ანტიოქსიდანტებს, რომლებიც დნმ-ის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან იცავს, ზრდის სისხლში “კარგი” ქოლესტერინის დონეს, ხოლო ,,ცუდს“ გამოდევნის.

დოზირება წითელი ღვინით მკურნალობის დროს:
იმისათვის რომ ღვინოს ჰქონდეს სამკურნალო და არა მავნე ზემოქმედება საჭიროა ზომიერების დაცვა. ყოველდღიურად მიირთვით მხოლოდ 50 გრ. ღვინო, ეს გახლავთ 3 სუფრის კოვზის ოდენობის, თქვენ შეგიძლიათ, დღეში მხოლოდ ერთხელ მიირთვათ 3 სუფრის კოვზი ღვინო, ან გაანაწილოთ სამად და 3-ჯერ დალიოთ 1ს/კ. ეს აუცილებელია ჭამასა და ჭამას შორის შუალედში გააკეთოთ.
ანემიისა და სისხლდენის დროს: ერთი კვირის განმავლობაში დალიეთ ერთი ჭიქა წითელი ღვინო.
გაციების, პნევმონიისა და ვირუსული ინფექციების დროს: დღეში 3-4 ჯერ დალიეთ 50 გრ. ღვინო. ის ნახევარ ჭიქა წყალში გააზავეთ და 1ს/კ თაფლი დაუმატეთ.
ტუბერკულოზის დროს: ყოველდღე უნდა მიიღოთ 50 გრ თბილი ღვინო.
დიარეის დროს: ასევე დღეში 50 გრ სუფთა წითელი ღვინო უნდა დალიოთ. მას შემკვრელი და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს.
უძილობისა და შფოთიანობის დროს: დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღეთ ტკბილი, ან ნახევრად ტკბილი 30 გრ. წითელი ღვინო.

პარალელურად, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ღვინის სმა კატეგორუილად ეკრძალებათ ფეხმძიმე ქალებს და ბავშვებს. ხარისხიანი ღვინის ამოცნობას გასინჯვის გარეშე არომატითაც შეძლებთ. რაც შეეხება ღვინის კალორიულობას, ის დამოკიდებულია შაქრის პროცენტულ შემცველობასა და სიმაგრეზე. გაითვალისწინეთ, რომ მშრალი ღვინო ნაკლებ კალორიულია.
ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს მიაჩნდა, რომ ღვინო დიეტური პროდუქტია და ამბობდა, რომ ჯანმრთელი თუ ავადმყოფი ადამიანისათვის ნატურალური ღვინისა და თაფლის მიღება აუცილებელია ზომიერი რაოდენობით. ჰიპოკრატეს ეს ორი პროდუქტი მასტიმულირებელ, გამამხნევებელ და შიმშილის დამთრგუნველ საშუალებად მიაჩნდა.
ქართულ ღვინოს კი ცალკე ისტორია აქვს, თან გაცილებით ძველი, ვიდრე ევროპულს. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრიების შედეგად აღმოჩენილია ყურძნის წიპწები, რომლების ძვ. წაღ–ით მე–7 ათწლეულს განეკუთვნება. ანაკლიაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დასტურდება, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში კარგად იცნობდნენ ვაზის კულტურას. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის წინაპარი–გარეული ვაზი, უსურვაზი, რომელიც დღეს წითელ წიგნშია შეტანილი. გარდა ამისა საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია იმდროინდელი მარანი, სადაც ღვინის შესანახად განკუთვნილი უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრებია, აგრეთვე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები. ძველად მას მადლიან სასმელს ეზახდნენ.
ვაზის კულტურასთანაა დაკავშირებული, ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. წმინდა ნინომ საკუთარი თმით შეკრა ვაზისაგან ჯვარი და ასე უქადაგა შთამომავლებს ქრისტეს სჯული.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!