დღეს, რესტორან , ,მონოპოლში” ჯოჯუა-ცირდავების ოჯახმა 80 – კაციანი ქელეხი გადაიხადა, – ზუგდიდელების ცნობილი ბებია ციალა ჯოჯუა გარდაიცვალა. გახსოვთ, ალბათ, 79 წლის ქალბატონი, რომელიც 2 თვე, ქარში, წვიმაში, ყინვაში, ქალაქის გამგეობის წინ ცელოფანმოფარებული იწვა და აპროტესტებდა მისთვის ბინის დაუკანონებლობას.
მერე, ახალი წლის ღამეს პროტესტი შეწყვიტა, მოგვიანებით, კი მერიის წინ ისევ განაახლა. დიახ, ეს ქალბატონი გარდაიცვლა. წესით, დღეს უნდა მიებარებინათ მიწისთვის, მაგრამ ქალიშვილმა ლალი ცირდავამ, მის დაკრძალვაზე უარი განაცხადა. მიცვალებულთან გამოსათხოვრად მოსული სტუმრები რესტორანში კი დაპატიჟა, ქელეხი გაუხადა, მაგრამ, როგორც საინფორმაციო წყარომ გვაცნობა, დედის დაკრძალვაზე უარი განაცხადა მანამ, სანამ მისი ბინა არ დაკანონდება ისე, როგორც თავად ითხოვს. ლალი ცირდავა ფიქრობს, ორშაბათს, მიცვალებული მერიის შენობის წინ დაასვენოს და ამ ფორმით, გარდაცვლილ დედასთან ერთად, გააგრძელოს პროტესტი.