ლალი თოდუა: “ჩვენი საქმე ბიზნესად ვაქციეთ”


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კახათში მცხოვრები რამაზ ფიფია და ლალი თოდუა მცენარეების მოვლით არიან დაკავებული. ამ ეტაპზე, 400-ზე მეტი სახეობის მცენარე მოამრავლეს. ქალბატონი ლალი “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ ცოლ-ქმარმა საქმე ბიზნესად ვაქციეთო.

ლალი თოდუა: “47 წელია ცოლ-ქმარი ვართ. გვიყვარს მცენარეები და მათ მოვ­ლას დიდ დროს ვან­დო­მებთ. სასიამოვნოა შენი ლამაზი ეზოს ყურება და უფრო სასიამოვნოა, როცა შენი ნახელავით სხვებიც მოხიბლულები არიან. მომწონს ლამაზი, მოწესრიგებული ეზოები. ვცდილობთ, ჩვენს სახლში ყველაფერი ლამაზად გამოყურებდეს. მოგვიანებით, ჩვენი საქმე ბიზნესად ვაქციეთ. ახლა სხვადასხვა ჯიშის მცენარეებს ვყიდით. ეს ჩვენი დამატებითი შემოსავლის წყაროა.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!