ლალი გოგია: “გოგალაის“ შექმნით, მუსიკაზე შეყვარებული ადამიანები შემოვიკრიბე


  • “ზუგდიდელების” სტუმარი, სენაკის ფოლკლორულ ინსტრუმენტული ანსამბლის “გოგალაი” ხელმძღვანელი, ქალბატონი ლალი გოგია ამბობს, რომ სიმღერა და მასწავლებლობა მისთვის მთელი ცხოვრებაა.

-ქალბატონო ლალი, ორიოდ სიტვით თქვენს შესახებ…

-აფხაზეთიდან, ტყვარჩელიდან ვარ. სოხუმში დავამთავრე გიტარისა და ხალხური საკრავების ფაკულტეტი (წარჩინებით). ცნობილი საომარი მოქმედებების გამო, 1992 წელს მოგვიწია აფხაზეთის დატოვება და სენაკში გადმოსვლა (მამა სენაკიდანაა). აქ დავამთავრე დაწყებითი პედაგოგიკის  ფაკულტეტი, მაგრამ ჩემი ძირითადი პროფესია მაინც მუსიკაა, ეს არის ის, რაც ძალიან მიყვარს და “ჩემია”. მიუხედავად დუხჭირი ცხოვრებისა, სიმღერა არ მიმიტოვებია, სულ მქონდა სურვილი შემექმნა ჯგუფი, სადაც შემოვიკრებდი მუსიკაზე შეყვარებულ ადამიანებს.

-როდის შექმენით ანსამბლი “გოგალაი”… და რატომ “გოგალაი“?

-2005 წელს დავიწყე მუშაობა სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, სადაც გავიცანი ის გოგონები, რომლებიც  მყავს ანსამბლში. დავიწყეთ ტრადიციული სიმღერებით და საკმაოდ წარმატებით. რეპერტუარი მრავალფეროვანი გვქონდა, ჭარბობდა ლაზურ-აფხაზური სიმღერები, რა თქმა უნდა, მეგრული-ქართულიც… მალევე მივიღეთ მოწვევები ფესტივალებსა და კონკურსებზე, სადაც მოწონება და წარმატებები დავიმსახურეთ. ასე შეიქმნა ანსამბლი “გოგალაი”, რაც ლაზურად-გოგოებს ნიშნავს. რეორგანიზაციის შედეგად ანსამბლი დაიშალა, მაგრამ ჩვენ არ მიგვიტოვებია ჩვენი საქმე, ერთმანეთისა და სიმღერის სიყვარული არ გაგვნელებია, დღემდე აქტიურ ცხოვრებას ვეწევით, როგორც რაიონულ ასევე გასვლით ღონისძიებებზე, ფესტივალებსა და კონკურსებზე. წელს, აგვისრულდა ოცნება და ანსამბლი აღდა.

–გაგვაცანით გუნდის წევრები…

-“გოგალაი” ხუთი წევრისგან შედგება: ლანა შამათავა, ცირა ჯოლია, ბადრი ალანია, გოჩა ჯგერენაია და მე. გვსურს, ანსამბლის საიუბლეო სოლო კონცეტის ჩატარება, რომლის რეპეტუარი იქნება საინტერესო და მრავალფეროვანი,-არა მარტო ფოლკლორი, არამედ ,ქალაქური და საესტრადო ჟანრიც. ჩვენი მიზანია ძველ, ავთენტურთან ერთად, შევიტანოთ ახალი და ჩვენეული, თუნდაც “საავტორო” სიმღერები, რომელიც იქნება “გოგალაის” არქივში.

-რა ასაკიდან დგახართ სცენაზე?

-პატარობისას ერთ-ერთ ღონიძიებაზე ვიმღერე. დიდი გამოხმაურება, მოწონება მოჰყვა და მას შემდეგ სცენაზე ვდგავარ. სხვათაშორის, არავინ ელოდა, მუსიკას ავირჩევდი, მაგრამ როგორც გითხარით, სიმღერა მთელი ჩემი ცხოვრებაა. ჩემს წარმატებაში წვლილი მიუძღვის პედაგოგს, რომელიც აფხაზი კომპოზიტორი გახლდათ. შემდეგ ჩემს მშობლებს, მოსწავლეებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი წარმატება გახარებია და გვერდში დამდგომია.

–მოსწავლეებთან როგორი ხართ?

-ჩემს ბავშვობაში პედაგოგი ღვთიურთან ასოცირდებოდა. პროფესია მასწავლებლობა საპასუხისმგებლო საქმეა. რაც შეეხება მოსწავლეებთან ურთიერთობას, ვენდობით, პატივს ვცემთ და გვიყვარს ერთმანეთი. ნიჭიერებას სწორი მიმართულება სჭირდება, მასწავლებელზეა მოსწავლის წარმატება დამოკიდებული და რა თქმა უნდა, შრომა არ უნდა დაგეზაროს.

–ცხოვრებას თავიდან, რომ იწყებდეთ, რამეს შეცვლიდით…

-შეცვლით არაფერს შევცვლიდი, ბევრ რამეს უფრო მკაცრად შევხედავდი და უფრო კატეგორიული ვიქნებოდი. რბილი ბუნება მაქვს და ეს ბევრ რამეში მიშლის ხელს. რაც შეეხება პროფესიას, არასდროს შევიცვლიდი. ეს ისაა, რაც ნამდვილად ჩემია…

-თქვენი პიროვნული თვისებებიდან ყველაზე მეტად რა მოგწონთ?

-უბრალო ვარ, დამთენი და პატიების უნარი გამაჩნია. კონფლიქტური პიროვნება არ ვარ, შეიძლება რაღაც ვერ მოვზომო და წამომცდეს -“ვინც ენით არ სცოდავს, ის სრულყოფილიაო“, მაგრამ… უცოდველი არავინაა… და ბოდიშის მოხდაც შემიძლია. ეს სულაც არაა სათაკილო, თუ საჭიროება მოითხოვს.

-როგორია თქვენი თავისუფალი დრო…

-თავისუფალ დროს ვკერავ. ადრე ვქსოვდი, მაგრამ ახლა უდროობის გამო, ვერ მიხერხდება.

-და ბოლოს…

-ძალიან მენატრება აფხაზეთი. ჩემი სახლი, მეგობრები….მინდა შობა ახალი წელი მივულოცო ჩემს მოსწავლეებს, მშობლებს და სრულიად საქართველოს. ერთიან, ძლიერ და გაერთიანებულ ქვეყანაში გვეცხოვროს.

როზა როგავა


კომენტარი

  1. laligogia1971@gmail.com

    დიდი მადლობა ქალბატონო roza rogava da ekaterine parulava ,დამდეგს გილოცავთ!??♥️??

  2. ელზა

    ,,გოგალაი” გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ აღმავლობის წელი გქონებოდეთ.. .❤?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!