დღეს, მოქალაქე ლალი ანთიამ, ზუგდიდის დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრში, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს გააცნო უზენაესი სასამართლოს ბოლო დასკვნა, მის საქმესთან დაკავშირებით, სადაც მას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს.
იმავდროულად, ლალი ანთიამ გადაწყვიტა, სანამ მას წინასაარჩევნოდ, საზოგადოება აქეთ შეახსენებდეს ხმაურიანი მილების საქმეს, რომლის მთავრი „გმირი“ ლალი ანთია გახლავთ, თვითონ ესაუბროს ამ თემაზე საზოგადოებას და ჟურნალისტებსაც. ანთია ირწმუნება, რომ ზუსტად ერთ კვირაში, ის კვლავ გამართავს პრესკონფერენციას და დადებს დოკუმენტურ მასალას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მას მიზან მიმართულად დევნიან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=HwYzV6vfMxA[/embedyt]
ინფორმაციისთვის ლალი ანთია არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილის გიზო სართანიას დედა. ჩვენი ინფორმაციით, ადგილობრივი საკრებულოს აჩვენებში სართანია კენჭს იყრის ოდიშის თემის მაჟორიტარ დეპუტატად პარტიიდან „კახა კუკავა -თავისუფალი საქართველო“