- ლადო ძიმცეიშვილმა, ზუგდიდელმა ძალოსამა 1 ბრინჯაოს და 2 ოქროს მედალი მოიპოვა.
პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრებიდან ლადო ძიმცეიშვილმქ (85 კგ) იასპარეზა.
ძალოსანმა კონტინენტის პირველობაზე მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 139 კგ. დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი გახდა.
ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, ძიმცეიშვილმა აკვრაში დაძლეული 175 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა, ძიმცეიშვილმა აკვრაში ევროპის რეკორდის დამყარებაც შეძლო, ძალოსანმა ჩემპიონობა იზეიმა ორჭიდში მოგროვილი 314 კილოგრამითაც.
