კუპატი

  • უგემრიელესი, მეგრული კუპატის მომზადება სახლშიც შესაძლებელია.

შემადგენლობა:

200 გ ღორის მსხვილი ნაწლავი

3 კგ გოჭის შიგნეულობა

100 გრ ბროწეულის მარცვლები

1.5 ჩ.კ ქონდარი

1 ჩ.კ ქინძი

1.5 ჩ.კ უცხო სუნელი

დაღერღილი წიწაკა და მარილი

მომზადება:

ღორის ნაწლავი შიდა და გარე მხრიდან ამოგანგლეთ მარილსა და მჭადის ფქვილში და კარგად გარეცხეთ. შიგნეულობა გარეცხეთ და მოხარშეთ. მოხარშული შიგნეულობა დაჭერით წვრილად და შეაზავეთ სუნელებით, წიწაკით, მარილითა და ბროწეულის მარცვლებით. ძაბრზე წამოაგეთ ნაწლავი და ნელ-ნელა შეავსეთ დაჭრილი და შენელებული შიგნეულობით. მზა კუპატი მოღუნეთ, მოუკარით თავი ძაფით და ორივე მხრიდან შეწვით დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ტაფაზე.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.