- ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხია გლობალური ეკონომიკა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
„დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სამიტს არ ესწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ლიდერების შეხვედრაზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს.