- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსზე 73 ნიმუში გაიტესტა.
მათ შორის, 16 პაციენტი, 32 სამედიცინო მედპერსონალის წარმომადგენელი, თვითიზოლაციაში მყოფი 7 და კარანტინში მყოფი 4 მოქალაქე. ასევე, 14 ფოთის საბაჟოს წარმომადგენელი. ყველა პასუხი უარყოფითია.