- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 169 ნიმუში გაიტესტა.
მათ შორის 11 პაციენტი, 45 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, 41 საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლი, შსს-ს 68 თანამშრომელი და 4 კარანტინში მყოფი პირი. ყველა პასუხი უარყოფითია.