კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია


  • ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან 2 ინფიცირებულის წყარო უცნობია.

“34 ახალი პაციენტიდან 6 არის “დონას” კლასტერი, 15 პაციენტის წყაროა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1 სამედიცინო პერსონალია, 2 შემოტანილი შემთხვევაა, 2 ინფიცირებულზე ეპიდემიოლიოგიურ კვლევა გრძელდება წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიებს მიზნით…”-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nineteen − eight =

Akismet ანტისპამი