კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან ოთხის ინფიცირების წყარო უცნობია


  • ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 3 “ავერსის” კლინიკის თანამშრომელია, 4 ინფიცირებულის წყარო კი უცნობია.

“28 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 12 არის „დონას“ კალსტერთან დაკავშირებული და ჯამში აღნიშნულ კლასტერში 36 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 3 დაავადებულ პირთან კონტაქტია, 3 არის რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელი, 2 დადასტურებული შემთვევა იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში და იქ ეპიდზედამხედველობის კერაში გამოვლენილი პაციენტები გახლავთ, 4 პაციენტზე ეპიდკველვა მიმდინარეობს კონტაქტების და წყაროს მოძიების მიზნით…”-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

20 − 2 =

Akismet ანტისპამი