- თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 9 პაციენტს აქვს ეპიდაფეთქების ზონაში, კერძოდ სვანეთში მოგზაურობის ისტორია.
4 შემთხვევა არის უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 1 არის იმპორტირებული შემთხვევა, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლს უკავშირდება, ერთი პაციენტის შემთხვევაში კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით.