- Reuters-ის ინფორმაციით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში.
ჯანმომ ვირუსს “შემაშფოთებელი ვარიანტის” კლასიფიკაცია მიანიჭა და აღნიშნა, რომ მას სავარაუდოდ რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს.
ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასარიდებლად რამდენიმე ქვეყანამ მათ შორის, აშშ-მ, ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს.