კორონავირუსის გამო გერმანიაში რეივი მანქანებით მოაწყეს

  • კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად გერმანიაშიც არაერთი დროებითი შეზღუდვა მოქმედებს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ გასული პარასკევი საღამო ქალაქ შუტორფის მოსახლეობას კლუბში გაეტარებინა.

როგორ? ღონისძიების ორგანიზატორების კრეატიულობის დამსახურებით.

კლუბმა Index-მა გადაწყვიტა უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით ღონისძიება ავტომანქანების სადგომზე გაემართა, რომელიც 250-მდე მანქანას იტევს თავისუფლად. რეგულაციების გათვალისწინებით, დასწრების შემთხვევაში მანქანაში მხოლოდ ორი სტუმარი უნდა ყოფილი.

შესაბამისად, პირველ მაისს ხუთასამდე მსმენელმა შეძლო ძველი რუტინა გაეხსენებინა და ნიდერლანდელი დიჯეის დევინ უალდისთვის მოესმინა.

ღია ცისქვეშ გამართული ავტოკინოთეატრი მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა და რატომაც არა ავტოდისკო? მშვენიერი წამოწყებაა.

მსგავსი ღონისძიება რამდენიმე დღის წინ დანიაშიც გაიმართა, სადაც ასე მოწესრიგებულად ესწრებოდნენ მსმენელები საყვარელი შემსრულებლების კონცერტს.

წყარო

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.