კონკურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს


სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის II ეტაპი (გასაუბრება) მიმდინარეობს. გასაუბრება გუბერნატორის ადმინისტრაციაში დღეს 24 ივნისსდაიწყო და ხვალ 25 ივნისს დასრულდება.
კონკურსი გამოცხადებილი იყო ადმინისტრაციაში არსებულ 4 ვაკანტურ თანამდებობაზე: სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის მთავარი სპეციალისტი, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის უფროსი სპეციალისტი, სახელმწიფო  რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის პეციალისტი. კონკურსი აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობებზე საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით 2015 წლის 11 მაისს გამოაცხადა.
სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სულ 235 განცხადება შემოვიდა, აქედან კონკურსის მეორე ეტაპზე175 აპლიკანტი გადავიდა.
მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო  კომისისს შემადგენლობა: კომისიის თავმჯდომარე – კობა ქანთარია (გუბერნატორის პირველი მოადგილე), კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – მაკა ფიფია (გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში) კომისიის წევრები: ნუგზარ გაბელია (გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე), მერაბ დანელია (USAID-NEO ქემონიქს საერთაშორისო მობილიზატორი C-2 სოფლის მეურნეობის სპეციალისტი), ლავრენტი ალანია (საქართველოს პროფესიული კავშირების წარმომადგენელი ხობში). კონკურსანტების გასაუბრების მონიტორინგი ხორციელდება აუდიო ჩაწერით.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.