- რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 11 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 221 344-ს მიაღწია.
24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსით 90-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2009 შეადგინა.
რუსეთმა მსოფლიო რეიტინგში დიდ ბრიტანეთს გადაასწრო და ამჯერად აშშ-სა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება.