კვლავ გაურკვეველია ურთიერთობა შ.პ.ს.”სუპერმარკეტსა” და კომპანია “ლონდასტეს” შორის. შეხვედრა, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მერიის ინციატივით გაიმართა, უშედეგოდ დამთავრდა. შეხვედრზე დაპირისპირებულმა მხარეებმა თავიანთი არგუმენტები გააცნეს მხარის გუბერნატორს ლევან შონიას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მბობს არ აპირებს მიმდინარე სიტუაციაში ჩარევას, დღეს მაინც შეხვედრაზე აღმოჩნდა.
„პირდაპირ გეუბნებით, არ ვერევი ამ საქმეში და არც ჩავერევი. მე ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ. რა მესაქმება ბაზართან ან საერთოდ ამ თემასთან. არიან სამართალდამცავები და არსებობს იურიდიული სამსახურები.”- ამ სიტყვებით მიმართა გუბერნატორმა ერთად შეკრებილ მხარეებს. გუბერნატორი დაინტერესედა თუ რატომ არ მიიღო შ.პ.ს.”სუპერმარკეტმა” აუქციონში მონაწილეობა. ბაზრის დირექტორის მოადგილის ნონი ნიჟარაძის განცხადებით: „ყოველ წეილწადს კოდექსები იცვლება, მიწა გვქონდა მუდმივ სარგებლობაში, კანონი როცა შეიცვალა მერიიდან არანაირი წერილი არ მიგვიღია, შეცდომაში შევედით.”
შ.პ.ს.”ლომდასტეს” წარმომადგენლის ლაშა შავლაყაძის თქმით, მოვაჭრეთა ნაწილთან დადებული აქვთ ხელშეკრულება, ნაწილზე კი გავლენას ახდენს ბაზრის ადმინისტრაცია-რადგან “წლების განმავლობაში, “სუპერმარკეტი” მოგებას ნახულობდა დაახლოებით ათიათას ლარამდე. მინდა სამართალდამცავებს მივმართო – გამოიძიონ, ნახონ რა მდგომარეობაა ბაზარში, რა თანხა შედის ბოიუჯეტში.”
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Tvi74JAOVkQ[/embedyt]
ჟურნალისტებთან საუბარში შ.პ.ს.”სუპერმარკეტის” დირექტორის მოადგილის ნონი ნიჟარაძე ამბობს, რომ თანახმა არიან შენობა- ნაგებობა სასამართლომდე ათხოვონ “ლონდასტეს”, “შემოვიდნენ და იმუშაონ. კანონიერად აქვთ მიწა ტენდერში მოგებული, შენობა კი ჩვენია”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=3i8sgyyja9E[/embedyt]