კვირის ბოლომდე ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისშიც ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, გამოდარებებით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × 1 =

Akismet ანტისპამი